14 ნოე 2026
საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც განათლების სფეროში ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, ჰუაი ძინპენმა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს, შექმნის მყარ საფუძველს თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაფართოებას და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.
მხარეებს შორის შეთანხმება ქალაქ პეკინში 2026 წლის ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.