აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ დაარსებიდან 35 წლის იუბილე გერმანიაში, საიუბილეო საგასტროლო ტურნეთი აღნიშნა

13 ნოე 2026

ბახის სამყაროდ წოდებულ ისტორიულ ტაძარში პირველად ქართული პოლიფონია გაისმა. აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმმა“ დაარსებიდან 35 წლის იუბილე გერმანიაში, საიუბილეო საგასტროლო ტურნეთი აღნიშნა.

იქ, სადაც მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ლეგენდარული გერმანელი კომპოზიტორის, იოჰან სებასტიან ბახის სონატები ჟღერდა, პირველად ქართული ხმები გაისმა. თომას კირხეს ისტორიულ ტაძარში ახლა ანსამბლი „ბათუმი“ მღერის.

მზის სხივებმა არა, მაგრამ სუსხიან შემოდგომაზე გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ცენტრში მდებარე, ბახის სამყაროდ წოდებული ტაძარი ქართულმა პოლიფონიამ გაათბო. ტაძარი ერთი დღით ანსამბლ „ბათუმის“ სოლო კონცერტს დაეთმო.

აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა დაარსებიდან 35 წლის იუბილე ამჯერად გერმანიაში აღნიშნა და მსმენელის განსაკუთრებული მოწონებაც დაიმსახურა.