13 ნოე 2026
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 8.4 პროცენტით გაიზარდა. ეს თავდაპირველ პროგნოზზე 0.9 პროცენტული პუნქტით მეტია.
ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ვაჭრობის, განათლების, საფინანსო და სატრანსპორტო სექტორებმა. გასულ წელს ქვეყნის ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 108 მილიარდ 418 მილიონი ლარი შეადგინა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი 27 ათას 547 ლარს გაუტოლდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ზრდა საგარეო ვაჭრობაშიც დაფიქსირდა. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17.9 პროცენტით გაიზარდა და 6 მილიარდ 874 მილიონ დოლარს გადააჭარბა.