საბა ლაზიშვილი RAF-ის ტურნირზე იურაია ფეიბერს დაუპირისპირდება

13 ნოე 2026

ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი Real American Freestyle-ის (RAF) აბუ დაბის ღონისძიებაზე იურაია ფეიბერის წინააღმდეგ იასპარეზებს. ორგანიზაციამ შეხვედრა ოფიციალურად დაადასტურა.

RAF-მა სოციალურ ქსელში ბრძოლის ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა. ლაზიშვილი ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვის ნაცვლად იქნება.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის პოლიციამ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გაათავისუფლა, ხოლო უსმან ნურმაგომედოვსა და მის მეგობრებს ექვსთვიანი პატიმრობა, ფულადი ჯარიმა და ქვეყნიდან დეპორტაცია შეეფარდათ.

მიუხედავად მიღებული დაზიანებებისა, RAF-ის ღონისძიებაში მერაბ დვალიშვილიც იასპარეზებს. მისი მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება.

RAF-ის ღონისძიება 14 ნოემბერს აბუ დაბის „ეტიჰად არენაზე“ გაიმართება.