ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა

13 ნოე 2026

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურები დაიწყო.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 20 ნოემბერს გაიმართება, დაინტერესებულ პირებს კი საკუთარი მოსაზრებების წარდგენა 19 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.