ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო კონფერენციას მასპინძლობს

13 ნოე 2026

"სოფლის ექიმთა როლი პრევენციული მედიცინის განვითარებაში" - ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო სამედიცინო კონფერენციას მასპინძლობს. მას აჭარისა და გურიის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები ესწრებიან. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მათ სხვადასხვა დაავადებასთან დაკავშირებით თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. 

მათ შორის, დიაბეტის, ვირუსული ინფექციების, პედიატრიისა და ნევროლოგიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიმართულებით.

კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი მედიკოსების შეფასებით მსგავსი შეხვედრები მათ სიახლეების გაცნობასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებაში ეხმარებათ. 

მედიკოსთა კონფერენცია ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის  სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის ხელმძღვანელი.