საქართველო ევროპის უსაფრთხოების პრინციპების დეკლარაციას შეუერთდა

13 ნოე 2026

საქართველო იმ 40 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ევროპის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საფრანგეთის ინიციატივით შეთანხმდა. ხელმომწერთა სრული სია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დეკლარაციაზე მიერთებით საქართველომ, სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპების მხარდაჭერა.

დოკუმენტი ასევე აღიარებს თითოეული სახელმწიფოს უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგარეო ურთიერთობები და თავად გადაწყვიტოს, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ სამხედრო ალიანსში გაწევრიანდეს.

დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა უკრაინას. ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, ადასტურებენ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

დუბლინის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.