საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში დათო მაღრაძის პოემის, "ბარაქიანი მიწის" ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

13 ნოე 2026

საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს და გამომცემლობა Entypios- ის ინიციატივით, არისტოტელეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 4 დეკემბერს დათო მაღრაძის პოემის “ბარაქიანი მიწის“ ბერძნული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაცია არისტოტელეს უნივერსიტეტში გაიმართება.

პოემა გამომცემლობა Entypios-მა გამოსცა და მისი პირველი პრეზენტაცია 2026 წელს თესალონიკის 22-ე წიგნის ფესტივალზე შედგა.

ბერძნულ ენაზე წიგნი ნინო ლუკაშვილმა თარგმნა.