„გზა შინისაკენ“ - ამ სახელწოდებით მინი-ფეხბურთის IV ტურნირი მიმდინარეობს

13 ნოე 2026, 13:05

0
გაზიარება:

„გზა შინისაკენ“ - ამ სახელწოდებით მინი-ფეხბურთის IV ტურნირი მიმდინარეობს. შეჯიბრებაში ათი გუნდი მონაწილეობს, მათ შორის აფხაზეთის, საინგილოს, ფერეიდნისა და თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებით დაკომპლექტებული გუნდები. 

ღონისძიების მიზანია მასობრივი სპორტის განვითარება, მინიფეხბურთის პოპულარიზაცია, დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათ შორის მეგობრული, კულტურული და სპორტული კავშირების გაძლიერება.

გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან.