ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 ნოე 2026

სამუშაო შეხვედრა ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საკითხებზე - შეხვედრა კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირთან  თანამშრომლობით გამართა და მას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მონაწილეებმა ბავშვთა ონლაინ-უსაფრთხოების მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება, ეფექტიანი მარეგულირებელი მიდგომები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ციფრულ გარემოში წარმოქმნილ ახალ რისკებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.