"ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების" დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა

13 ნოე 2026

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, "ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“  2026  წლის სეზონის დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა. 

კონცერტმა ერთ სცენაზე არაერთი ქართველი მუსიკოსი და შემსრულებელი გააერთიანა. საღამოს ფარგლებში შესრულდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, მათ შორის ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პრემიერები. 

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს თამარ ლიჩელის ინიციატივით დაარსდა და პროექტის ფარგლებში კონცერტები თბილისის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია.