13 ნოე 2026
ხელვაჩაურში, "სიმულაციური ახალგაზრდული საკრებულოს" სხდომა გაიმართა. პროექტი ახალგაზრდული მუნიციპალური მმართველობის აკადემიის ფარგლებში განხორციელდა. მასში ხელვაჩაურის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეები საკრებულოს სხდომაზე წარსადგენ. ისინი პროექტებზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივ თემში არსებული პრობლემები მოიკვლიეს და პრეზენტაციების სახით, სიმულაციურ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარადგინეს.
პროექტის მიზანი, მონაწილეებისთვის თვითმმართველობის როლისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაციის გაცნობა იყო.