13 ნოე 2026
უკრაინის პრეზიდენტი დუბლინში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბუ დაბიში სამმხრივი სამშვიდობო პროცესის დროს, დიპლომატებმა პროგრესს მიაღწიეს, რისი დეტალებიც მან კუშნერსა და უიტკოფთან ერთად განიხილა.
მისივე თქმით, გუშინ მოსკოვში გამართული აშშ-რუსეთის მომლაპარაკებლების ბოლო შეხვედრა იმედს იძლევა, რომ ომი დასრულდება, რადგან მოლაპარაკებების თითოეული რაუნდი პრობლემის გადაჭრის გზებს აახლოებს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა პროგრესს მიაღწიეს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებითაც. ამასთან, ზელენსკის თქმით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა მას გარანტიები მისცეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპელებიც იქნებიან ჩართულები.