რუსთავის მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩატარდა

13 ნოე 2026, 12:45

0
გაზიარება:

რუსთავის მეხუთე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ჩატარდა. კვლევები ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და თბილისის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

სკრინინგი თანამედროვე მეთოდებითა და სამედიცინო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ დაავადებათა ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის და შესაძლო გართულებების პრევენციას უწყობს ხელს. 

მსგავსი აქციების მიზანი პრევენციულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანდაცვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა.