13 ნოე 2026, 12:38
0გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის თანამშრომლებმა, წიაღის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს დიდი ოდენობით - ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.