13 ნოე 2026
საქართველოს განათლების მინისტრმა პეკინში ჩინური ენის ცოდნის გამოცდის გლობალური პარტნიორების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
გივი მიქანაძემ, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის, განათლების სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ჩინური ენის შესწავლის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მსოფლიო ჩინური ენის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.