13 ნოე 2026
ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი განახლდა.
დღეს კითხვა-პასუხის რეჟიმი გრძელდება - მოპასუხე კვლავ "ნაციონალური მოძრაობაა".
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, თორნიკე ჭეიშვილის შეფასებით, პროცესის მიმდინარეობისას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან თვითლუსტრაციის რეჟიმი გააქტიურდა:
''ნაცმოძრაობის" წარმომადგენელთა შორის ამ ეტაპმა მოახდინა თვითლუსტრაციის რეჟიმის გააქტიურება, როდესაც ისინი ერთი მხრივ აბსოლუტურად უსუსური, უსუსტესი არგუმენტებით ცდილობენ, რომ როგორღაც პასუხი გასცენ მოსამართლეთა მხრიდან დასმულ კითხვებს, ხოლო მეორე მხრივ, მტკნარ სიცრუეს ავრცელებენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე და რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად ვერ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას იმ ნამოქმედართან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია 2003-2012 წლების სადისტურ დანაშაულებრივ რეჟიმთან," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.