13 ნოე 2026
Microsoft-ი ცდილობს, აღმოფხვრას გლობალური შეფერხება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ათობით ათას მომხმარებელს შეეხო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პრობლემები შეექმნა ისეთ სერვისებს, როგორიცაა Teams-ი, Outlook-ი და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა Copilot-ი; მიზეზად „კავშირთან დაკავშირებული ხარვეზები“ სახელდება. Microsoft-ის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეფერხება კიბერშეტევას გამოეწვია.
მონიტორინგის ვებგვერდის ცნობით, პრობლემა 74 ქვეყნის მომხმარებლებს შეეხო და უკვე რვა საათზე მეტია გრძელდება.
Microsoft-ი აცხადებს, რომ პრობლემის აღმოფხვრის მცდელობები „მოსალოდნელ შედეგს არ იძლევა”, თუმცა, მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ მათი გუნდი „დადებით შედეგებს ხედავდა“.
Microsoft 365-ის აპლიკაციებით 430 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.