13 ნოე 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.