13 ნოე 2026
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ანტალიაში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე საათში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები - გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე, საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობა იქნება.
მიხეილ ყაველაშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს და მისი განვითარების პროცესში ორი ქვეყნის როლს. საუბარი იყო სხვა კონკრეტულ პროექტებზეც.
პრეზიდენტთან ერთად, თურქეთში იმყოფება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, რომელმაც მედიასთან დაგეგმილი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.