12 ნოე 2026, 22:19
0აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ ბათუმის ვოკალური ანსამბლისა და ბათუმის სახელმწიფო კაპელას მიერ გამართულ კონცერტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აჭარის მთავრობა მხარს უჭერს კულტურის სფეროს განვითარებას:
ამის შესახებ მან "მთავარის" საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრა:
"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აჭარის მთავრობა მხარს უჭერს კულტურის სფეროს განვითარებას. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, რომ სხვადასხვა მიმართულებით კულტურის სფეროები განვავითაროთ. ახლახან, ბათუმის ვოკალური ანსამბლი გერმანიიდან დაბრუნდა, რომლებიც ლეგენდარულ ტაძარში გამოვიდნენ. მათ ქართული მრავალხმიანობა გააჟღერეს ისეთ დონეზე, რომ მსმენელი აღფრთოვანებული იყო. გაჟღერდა საგალობლები. 10 000-მდე ადამიანს მოასმენინა ვოკალურმა ანსამბლმა თავისი რეპერტუარი და შეძლო გერმანელი მსმენელის მოზიდვა სხვადასხვა კონცერტით.
რაც შეეხება კაპელას, რომელიც ვატიკანში იყო, ეს იყო ძალიან თემატური კონცერტი და იგი მიეძღვნა უწმინდესის ხსოვნას. მან დიდი კვალი დატოვა საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვატიკანში ჩვენს საელჩოს იმისათვის, რომ ეს კონცერტი გაიმართა და ასეთი წარმომადგენლობითი პუბლიკა ჰყავდა. კონცერტს ესწრებოდა კარდინალიც და ეს იყო ბათუმის სახელმწიფო კაპელას ძალიან მნიშვნელოვანი, არაჩვეულებრივი გამოსვლა,"- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.