ელისო ბოლქვაძე: ძალიან დატვირთული დეკემბერი გვაქვს, კულტურის სამინისტრო საახალწლოდ კონცერტების სერიას გეგმავს

12 ნოე 2026, 21:57

2
გაზიარება:

რას გეგმავს კულტურის სამინისტრო საახალწლოდ? - ამის შესახებ, აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ "მთავარის" საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დეკემბერი ძალიან დატვირთული იქნება, რადგან საახალწლოდ კულტურის სამინისტრო კონცერტების სერიას გეგმავს:

"ძალიან დატვირთული დეკემბერი გვაქვს. კულტურის სამინისტრო საახალწლოდ გეგმავს კონცერტების სერიას, რომელიც არის სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა მიმართულების - როგორც ოპერა, ისე საესტრადო, ჯაზი, კლასიკა და ბევრი ახალი ამბები გვაქვს. მაგალითად, ფალიაშვილის სახელობის პრიზი, რომელსაც გავცემთ დეკემბერში ახალგაზრდებისთვის. ბევრი რამ, რაც მაყურებელმა თვითონ უნდა აღმოაჩინოს. ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ინფორმაციას მივაწვდით სოციალური მედიის საშუალებით,"- განაცხადა აჭარის კულტურის მინისტრმა.