12 ნოე 2026
ისრაელის მიერ ღაზის საავადმყოფოზე იერიშს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ექიმი და ერთი მოზარდი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
პალესტინური მხარის ცნობით, თავდასხმა ნასერის ჰოსპიტალზე შუაღამისას, ქირურგიულ განყოფილებაზე მოხდა. დაშავდა 40-მდე პირი, მათგან ორი ექიმის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იერიშის სამიზნე „ჰამასის“ ხან იუნისის მეთაური, მუჰამად აბუ ისმაილი იყო, ისევე როგორც სხვა ტერორისტები, რომლებიც მასთან ერთად ნასერის ჰოსპიტალში იმალებოდნენ. ისრაელის მხარის თქმით, აღნიშნული პირები ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმას გეგმავდნენ.