12 ნოე 2026, 18:44
0საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდება წარუდგინა.
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული გამოძიების შედეგად 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ეს ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გასაღების მიზნით 24 შეკვრად დააფასოეს, რომელთა სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებასაც გეგმავდნენ.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე პრიმა მუხლებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.