12 ნოე 2026, 18:35
0თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
შსს-ს გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს კოტეჯების აშენებაზე შეუთანხმდა და საქმის სწრაფად წარმართვის საბაბით, წინასწარ თანხა მოსთხოვა. დაზარალებულებმა მას ეტაპობრივად 336 900 ლარი გადასცეს, თუმცა ბრალდებულმა აღებული პირობებიდან არცერთი არ შეასრულა, თანხა სრულად მიისაკუთრა და მიიმალა. ის ამ დრომდე არც დაზარალებულებს კონტაქტობს და არც სამართალდამცავებს ცხადდება.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.