აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

12 ნოე 2026

აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და განათლების მინისტრთან ერთად მიულოცა.

გასულ სასწავლო წელს, საჯარო და კერძო სკოლების დაახლოებით 15 000 მონაწილეს შორის 144 გამარჯვებული გამოვლინდა.

ზურაბ პატარაძემ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის, მათი შესაძლებლობების გამოვლენის, აკადემიური მიღწევების წახალისების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.