12 ნოე 2026
„მარტივი წინადადების სინტაქსი - სწავლების მეთოდიკა“ - სახელმძღვანელოს წარდგენა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. წიგნზე ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა ნათია ფარტენაძემ იმუშავა.
სახელმძღვანელოში განხილულია მარტივი წინადადების სინტაქსური საკითხები, მათი თეორიული საფუძვლები და სწავლების თანამედროვე მეთოდიკური მიდგომები.
წიგნი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საფეხურისა და მასწავლებლის მომზადების პროგრამების სტუდენტებისთვის, ლინგვისტებისა და ქართული სინტაქსის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ავტორი უკვე მუშაობს წიგნის მეორე ნაწილზე. მისი მიზანია, შექმნას სახელმძღვანელო, რომელიც ქართული ენის გრამატიკის ძირითად საკითხებს მოიცავს.