დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება

12 ნოე 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინშია. ირაკლი კობახიძე დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტის გახსნის პლენარულ სხდომას დაესწრება.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა დუბლინში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან უკრაინაში ომზე, რუსეთთან დიპლომატიურ არხებზე, ევროპის უსაფრთხოებასა და პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლზე ისაუბრა.

"ევროპის კონტინენტზე არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და ომის ფონზე უფრო მეტია ერთიანობის და კოორდინაციის საჭიროება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების უპირატესობა კი ის არის, რომ ის თანამშრომლობის პროცესში ევროპის კონტინენტის ბევრად მეტ ქვეყანას და მის ფარგლებს გარეთაც სხვა სახელმწიფოებს აერთიანებს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა უფრო მეტად როგორ დავაკავშიროთ ევროპის კონტინენტი. ეს გულისხმობს როგორც ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას, ისე ფიზიკურ და ტექნოლოგიურ დაკავშირებადობას და, რა თქმა უნდა, ენერგეტიკას. ეს ყველა ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხებია. როდესაც ქვეყნები ერთად იკრიბებიან, შეგვიძლია ამ გამოწვევებისა და პრობლემების საერთო გადაწყვეტის გზები შევიმუშაოთ", - აცხადებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.