დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით წეროვანში სპორტული ტურნირები გაიმართა

12 ნოე 2026

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით მჯდომარე ფრენბურთისა და პარაკალათბურთის ტურნირები გაიმართა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პარაკალათბურთის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს პირველი ქვეითი და მეხუთე საარტილერიო ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ.

გარდამავალი თასი მეხუთე საარტილერიო ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, პირველი ქვეითი ბრიგადისა და გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს გუნდებმა დაიკავეს.