საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს

12 ნოე 2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მესამე დღესაც რამაზ სვანაძის გუნდს სრული შემადგენლობით არ უვარჯიშია. ამჯერად საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გიორგი ქოჩორაშვილი და საბა გოგლიჩიძე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან და საერთო ჯგუფს დღეს შეუერთდებიან.

სანდრო ალთუნაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს კი ვირუსის გამო გუნდთან ერთად ვარჯიში არ ჩაუტარებიათ. წლის დასკვნით სანაკრებო შეკრებაზე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს.

14 ნოემბერს „ჯვაროსნები“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.