12 ნოე 2026, 12:37
0უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკული მხარე ომის შესაჩერებლად ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტის პოვნას ცდილობს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ლიდერების დონეზე უნდა განიხილებოდეს. მისი თქმით, ამერიკელები მოლაპარაკებების დროს რეგულარულად აყენებენ დონბასის საკითხს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის დასრულება ევროპის მონაწილეობის გარეშე უსამართლო და შეუძლებელი იქნება.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს ტყვეების გაცვლის პროცესის გამო და იმედოვნებს, რომ, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი ტყვე დაბრუნდება სამშობლოში.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ მობილიზაციის ასაკის მოქალაქეები, რომლებმაც უკრაინა დატოვეს, სამშობლოში დაბრუნდნენ.