სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ

12 ნოე 2026

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები  სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ. მათ ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს დღის პირველ ნახევარში შეხვდებიან. 

პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ.