ლანჭოუს უნივერსიტეტში საქართველოს განათლების მინისტრი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

12 ნოე 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს. ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები დაესვათ და საქართველოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.