კასპში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

12 ნოე 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.