12 ნოე 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და კითხვებს, ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვამს.
"ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული'' - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მოსამართლეთა კითხვების ეტაპი ამოწურულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღესაც იყოს დასმული დამატებითი კითხვები, რისთვისაც მზად არიან.