საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

12 ნოე 2026

გაეროს კლიმატის ცვლილებების 31-ე კონფერენციის ფარგლებში ლიდერთა სამიტი გრძელდება. სამიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში დღეს თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მიხეილ ყაველაშვილის პირისპირ შეხვედრა დღის პირველ ნახევარშია ჩანიშნული.

საქართველოს პრეზიდენტი ანტალიაში სამიტის ფარგლებში იმყოფება, მან გუშინ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა რომ კლიმატური ცვლილებები პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო უსაფრთხოებას, სტაბილურ ეკონომიკას, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობას. 

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა საქართველოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ლიდერთა სამიტი ანტალიაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის ფარგლებში იმართება, მას ასზე მეტი ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაერთიანების  პირველი პირი ესწრება