მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება

12 ნოე 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინშია. ირაკლი კობახიძე დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე სამიტის გახსნის პლენარულ სხდომას დაესწრება.

''საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, რომელიც სწორედ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება და ასევე, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში უკვე ტრადიციად იქცა ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვა, რომელიც გახლავთ საფრანგეთისა და იტალიის ერთობლივი ინიციატივა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველოს აქვს კარგი პროგრესი სწორედ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ვუერთდებით იმ კოალიციას, რომელიც მუშაობს ევროპის მასშტაბით სწორედ ამ საკითხებზე'' - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.​