საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა დღეს 12:00 საათიდან განახლდება

12 ნოე 2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 12:00 საათიდან განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს ამჯერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვამს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.