11 ნოე 2026
სოციალურ ქსელებში მერაბ დვალიშვილზე უსმან ნურმაგომედოვისა და მისი გარემოცვის თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.
თავად მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ აბუ-დაბის ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს მიცემის დროს მას უკნიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.