თბილისში მკვლელობა მოხდა, არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია ორი ადამიანი

11 ნოე 2026, 21:37

0
გაზიარება:

თბილისში, დიდუბის რაიონში მკვლელობა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია ქალი და მამაკაცი.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ და საცხოვრებელ კორპუსთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.