საქართველო ლისაბონში საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობს

11 ნოე 2026

საქართველო ლისაბონში საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობს. სამიტზე საქართველო ეროვნული პავილიონით, „StartUP in Georgia“-ს ინიციატივის ფარგლებშია წარმოდგენილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს საკუთარი სტარტაპეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო ინვესტორები და შექმნას ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები გლობალური მასშტაბით.

ამასთან, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და ეკოსისტემების გასაერთიანებლად.