პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

11 ნოე 2026

პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით - 79 ხმით (10 წინააღმდეგი) მიიღო. 

კანონპროექტის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა შეაჯამებს.

ცვლილებებით ასევე უქმდება საოლქო საარჩევნო კომისიების ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დამატებით ხუთ საარჩევნო უბანზე ხმები ხელახლა დაითვალონ.