მაკა ბოჭორიშვილი: ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას

11 ნოე 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა სამიტზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დისკუსიის დროს ლიდერები ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

''ირლანდიაში გაიმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეცხრე შეხვედრა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ დისკუსიაში. იცით, რომ ამ ფორმატში ევროპელი ლიდერები მსჯელობენ ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება ევროპის ეკონომიკურ განვითარებას'' - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.