11 ნოე 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია პარკირების სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს. ბოძკინტები და სხვა ტიპის უსახური კონსტრუქციები ხელს უშლის მოქალაქეებს, ავტომობილი მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე განათავსონ.
სხვადასხვა სახის კონსტრუქციით საავტომობილო სადგომის პირადი მოხმარების მიზნით თვითნებური შეზღუდვა აკრძალულია. მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნულზე მონიტორინგს ქალაქის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად ახორციელებს.
საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით ჯარიმდება.