11 ნოე 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. ტიტე აროშიძემ სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ბსუ-ს ფილოსოფიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტმა ანა მგელაძემ ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში გამართულ პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე მკლავში მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო ბსუ-ს კურსდამთავრებულმა მარიამ ნოდიამ პირველ ადგილი დაიკავა.