14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ უმასპინძლებს

11 ნოე 2026

14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანას“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით,  კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად, წელსაც  ფესტივალის  ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების პოპულარიზაციაზე გაკეთდება.

დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც გასული წლის მსგავსად „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე მოაწყობს.  ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.