აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკა

11 ნოე 2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში “რესპუბლიკელებმა” თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკეს. Reuters-ის ინფორმაციით, პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, რომ იმპიჩმენტის რვა მუხლი “რესპუბლიკელების” მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის გადაეცათ.  

იმპიჩმენტის ინიციატორმა, აშშ-ის წარმომადგენელმა თომას მასიმ კოლეგები გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯით იმპიჩმენტის პროცესი ჩაიშლებოდა. “დემოკრატები” იმპიჩმენტის ინიციატივას  მხარს უჭერდნენ, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია 11 “დემოკრატ” კონგრესმენს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კენჭისყრის შედეგებს მიესალმა და განაცხადა, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა „სრული კრახით დასრულდა“.