აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს

11 ნოე 2026

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მასშტაბური გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბარია ფორმატზე „1 000-1 000-ზე“ ან, შესაძლოა, „1 500-1 500-ზე“.

ზელენსკის განცხადებით, ტყვეების გაცვლის საკითხი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და ამ საკითხზე სასაუბროდ აშშ-ის წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ ტერიტორიების საკითხიც დააყენა, თუმცა ეს საკითხი, მისი თქმით, ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს.

ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილეს უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.