აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა

10 ნოე 2026

აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. ამერიკული მხარის შუამავლობით გამართული დაახლოებით 4 საათიანი შეხვედრის შემდეგ, უკრაინული მედიის ინფორმაცით, მხარეები ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის პირველი ეტაპი, პროდუქტიულად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც დაამატა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. მარკო რუბიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მოლაპარაკებებში ევროპაც ჩაერთოს.

შეხვედრის პირველ დღეს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, რომლის განცხადებითაც აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების პირველი ეტაპი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო. უკრაინისთვის პრინციპული საკითხია ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების მყარი გარანტიები.

კიევი უარყოფს რუსეთის მოთხოვნას, საკუთარი ნებით დათმოს ის ტერიტორიები, რომლებსაც რუსეთი სრულადაც კი ვერ აკონტროლებს. ოფიციალური მოსკოვის ერთ-ერთი მოთხოვნაა, უკრაინის მხრიდან რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დათმობა.

კრემლი ასევე ითხოვს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.

მოლაპარაკებები 11 ნოემბერს გაგრძელდება. მსოფლიო აბუ-დაბიდან კონკრეტულ შედეგებსა და უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება.