10 ნოე 2026
ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნ-ალბომის „რობერტ სტურუა (უფროსი)“ პრეზენტაცია გაიმართა.
გამოცემა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფერმწერისა და მონუმენტალისტის, საქართველოს სახალხო მხატვრისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, რობერტ სტურუას დაბადებიდან 110 წლისთავს.
კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ალბომი, ასახავს გამორჩეული ხელწერის მქონე ხელოვანის შემოქმედებას.